13:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 22:08:30, 1212 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიან აჭარაში მეწყრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა

ხულოში, შუახევსა და ქედაში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. უსაფრთხო ადგილზე გაყვანილია 400-მდე  ოჯახი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე დამეწყრილი საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებს რამდენიმე ლოკაციაზე გაეცნო, მათ შორის სხალთის ხეობაში და ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცივაძეებში.

"მაღალმთიან აჭარაში დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა. გაიწმინდა  ადგილობრივი მნიშვნელობის, შიდა სასოფლო საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები. ასობით ლოკაციაზე განხორციელდა მეწყრული მასის და ზვავის გაწმენდა.

ამ ეტაპზე გაწმენდილია 137 მიმართულება და სამუშაოები უწყვეტად გრძელდება სამუშაოები დარჩენილ დამეწყრილ მონაკვეთებზე,

გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებმა შეისწავლეს დამეწყრილი ტერიტორია ასეულობით ლოკაციაზე. გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად გატარდება შემდგომი ღონისძიებები.

მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, მერიის  სტიქიის კომისია სწავლობს და უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ  ოჯახებზე შესაბამისი კომპენსაცია გაიცემა.

მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე სამუშაოებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics