|
2024-02-16 22:02:35, 891 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პუტინია
რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ბაიდენმა თქვა, რომ ციხეშიც კი ნავალნი აგრძელებდა სიმართლის თქმას. „რუსეთის ხელისუფლება თავის ისტორიას მოგიყვებათ. მაგრამ დაიმახსოვრე: ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პუტინია“, - განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა ასევე დასძინა, რომ ახლა დროა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გააგრძელონ უკრაინის დახმარება, რომელიც აგრძელებს რუსეთთან დაპირისპირებას. "მიკვირს და ვბრაზობ. ნავალნი იყო ყველაფერი, რაც პუტინი არ არის. ის იყო მამაცი, იყო პრინციპული, მოწოდებული იყო აეშენებინა რუსეთი, სადაც კანონის უზენაესობა არსებობს და სადაც ის ყველას ეხება. ალექსეი ნავალნი გაბედულად შეეწინააღმდეგა კორუფციას, ძალადობას და ყველაფერს ცუდს, რაც პუტინის მთავრობამ გააკეთა. დევნის, მოწამვლისა და სისხლის სამართლის საქმის მიუხედავად, ის რუსეთში დაბრუნდა, რადგან იცოდა, რომ შეიძლებოდა ციხეში დასრულებულიყო მისი სიცოცხლე. თუ მისი გარდაცვალების ამბავი დადასტურდა, ეჭვგარეშეა: მის სიკვდილში პუტინი და სხვა არავინაა დამნაშავე. რუსეთის ხელისუფლება საკუთარ ვერსიას წარმოაჩენს, მაგრამ არ უნდა შევცდეთ. ეს კიდევ ერთი დასტურია პუტინის სისასტიკისა." განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)