|
2024-02-16 20:37:34, 607 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - „ლელო“, რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი
„ლელო“, რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 1000 ლარიან პენსიასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე დასმული შეკითხვის პასუხად. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ლელო“ ითხოვდა, საქართველოს მთავრობას უკრაინაში გაეგზავნა მეომრები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. „არათუ ეკონომიკურად შეუძლებელია [1000 ლარიანი პენსია], „ლელო“ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო 2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, გვახსოვს მაშინ რა მოთხოვნები ჰქონდათ - ისინი ითხოვდნენ, საქართველოს მთავრობას უკრაინაში გაგვეგზავნა მეომრები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და მოგვიწოდებდნენ, რომ ჩაგვეკეტა საზღვრები და ა.შ. „ლელო“, რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი. დღეს გვექნებოდა არა აშენებული გზები და მაგისტრალები, არამედ გვექნებოდა დანგრეული და აფეთქებული ხიდები, გაუბედურებული ოჯახები, სიკვდილი და ეკონომიკური კრიზისი. ეს იქნებოდა „ლელოს“ ხელისუფლებაში ყოფნის შედეგი. ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ, პირადად ჩვენ მოგვიწოდებდნენ და შეხვედრებზე გველაპარაკებოდნენ, გაგვეგზავნა უკრაინაში მებრძოლები, ჩაგვეკეტა საზღვრები. ეს არის პირდაპირი გზა ომისკენ რუსეთთან. ეს არის სინამდვილეში „ლელოს“ საარჩევნო პროგრამა. ერთადერთი, რაც სლოგანი უნდა დააწერონ საარჩევნო პროგრამას, არის „ომი საქართველოში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)