|
2024-02-16 18:34:34, 891 ნახვა
მსოფლიო
შოლცი ნავალნიზე - ეს ძალიან დამთრგუნველია ჩვენთვის - რუსეთი დემოკრატიას, დიდი ხანია, ჩამოშორდა
რუსეთი, დიდი ხანია, ჩამოშორდა დემოკრატიას - ვინც აკრიტიკებს, დემოკრატიას იცავს, უნდა ეშინოდეს სიცოცხლის და უსაფრთხოების,- ასე ეხმაურება გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას. შოლცმა ნავალნის გარდაცვალებას დამთრგუნველი ცნობა უწოდა. "ეს ჩვენთვის ძალიან დამთრგუნველია. მე მას ბერლინში შევხვდი, როდესაც მოწამვლის შემდეგ სამკურნალოდ ჩამოვიდა. ვესაუბრე გამბედაობაზე, რომელიც საჭირო იყო რუსეთში დაბრუნებისთვის. ახლა მან ეს სიცოცხლის ფასად გადაიხადა. ძალიან კარგად ვიცით, რა რეჟიმია ეს. ვინც აკრიტიკებს, დემოკრატიას იცავს, უნდა ეშინოდეს სიცოცხლის და უსაფრთხოების. სწორედ ამიტომ ვართ შოკირებულები. ჩვენი ფიქრები მის მეუღლესთან, მეგობრებთან და თანამოაზრეებთანაა. უბრალოდ, საშინელებაა და იმის მანიშნებელია, როგორ შეიცვალა რუსეთი. სამწუხაროდ, ეს პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო, რუსეთი, დიდი ხანია, ჩამოშორდა დემოკრატიას",- ამბობს შოლცი. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)