|
2024-02-16 16:35:56, 831 ნახვა
მსოფლიო
მიშელი ნავალნიზე - ევროკავშირი ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
ალექსეი ნავალნი თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის იბრძოდა. თავისი იდეალებისთვის მან უმაღლესი მსხვერპლი გაიღო, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. მიშელის თქმით, ევროკავშირი "ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს". "ალექსეი ნავალნი თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის იბრძოდა. თავისი იდეალებისთვის მან უმაღლესი მსხვერპლი გაიღო. ევროკავშირი ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ყველას, ვინც უბნელეს პირობებში იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში. მებრძოლები იღუპებიან, თუმცა ბრძოლა თავისუფლებისთვის არასდროს მთავრდება", - წერს მიშელი. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)