15:44 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-13 16:18:08, 979 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული მედია - აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, კანონპროექტს მხარი 70-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 29 წავიდა.

როგორც გამოცემა წერს, კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.

„წლებია, შესაძლოა, ათწლეულებიც კი, სენატს არ მიუღია ასეთი კანონპროექტი, რომელიც ასე ძალიან ახდენს გავლენას არა მხოლოდ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენი მოკავშირეებისა და დასავლეთის დემოკრატიაზე“, - განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.

აღსანიშნავია, რომ დახმარების პაკეტი უკრაინისთვის, ისრაელისთვის და ტაივანისთვის 95,3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, საიდანაც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარი, ისრაელისთვის 14 მილიარდი, ღაზას, უკრაინისა და დასავლეთ სანაპიროს ჰუმანიტარული დახმარებისთვის 9 მილიარდი და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეების მხარდასაჭერად 4,8 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics