23:01 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 14:43:20, 607 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე პრეზიდენტზე - რიგითი რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა იყო

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო რიგითი რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს გამოსვლაში ქვეყნის წარმატებაზე არცერთი სიტყვა არ უთქვამს.

"რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო რიგითი რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა. არცერთი სიტყვა ქვეყნის რამე წარმატებაზე მის ვრცელ სიტყვაში არ თქმულა. როდესაც სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები ყოველ კვირას გამოსცემენ სხვადასხვა კვლევის შედეგებს, სადაც არ არსებობს სფერო, სადაც პროგრესი არ გვაქვს, არცერთი სიტყვა პოზიტივთან დაკავშირებით საქართველოს ფორმალურ პრეზიდენტს არ უთქვამს", - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics