05:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 10:30:02, 530 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - ბოლო წლებში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ

​ბოლო წლებში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გომელაურის თქმით, საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა წარმატებით მიიღო განმეორებითი აკრედიტაცია, ასევე, განახლდა აღჭურვილობა და დაინერგა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა.

"დანაშაულის გახსნაში განსაკუთრებული როლი აკისრია კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას. ბოლო წლებში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მათ შორის, წარმატებით განხორციელდა განმეორებითი აკრედიტაცია, რის შედეგადაც, დეპარტამენტმა 12 ექსპერტიზის ლაბორატორიისთვის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო. ყველა ლაბორატორიასა და საექსპერტო მიმართულებაში განახლდა აღჭურვილობა და დაინერგა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა. ასევე, დეპარტამენტმა შეიტანა განაცხადი შემთხვევის ადგილის აკრედიტაციისთვის, რაც ნიშნავს დანაშაულის ადგილზე უახლესი სტანდარტების მიხედვით მუშაობას", - განაცხადა გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics