|
2024-02-01 14:56:45, 561 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად გუნდს, პირველ რიგში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დაასახელა ჩემი კანდიდატურა პოლიტსაბჭოს სხდომაზე
პირველ რიგში, მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს მივულოცო პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად გუნდს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დაასახელა ჩემი კანდიდატურა პოლიტსაბჭოს სხდომაზე,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის თანამდებობა საპასუხისმგებლო პოზიციაა და მნიშვნელოვანი გამოწვევების დასაძლევად, მნიშვნელოვანია გუნდის ერთიანობა. "პირველ რიგში, მინდა ირაკლი ღარიბაშვილს მივულოცო პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად გუნდს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დაასახელა ჩემი კანდიდატურა პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ასევე პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს, ყრილობის დელეგატებს, ჩვენს გუნდს მინდა მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არის ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია და იმედი მაქვს, გუნდის იმედებს სათანადოდ გავამართლებ. ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, ბუნებრივია და გუნდის ერთიანობა ამ შემთხვევაში არის საკვანძო",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)