|
2024-02-01 12:56:33, 1021 ნახვა
მსოფლიო
სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა
სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დღეიდან ოფიციალურად შეუერთდა. მედიის ცნობით, ამის შემდეგ ოფიციალური ერევანი ვალდებულია, დააპატიმროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუ ის მის ტერიტორიაზე ფეხს დადგამს. "ICC რომის სტატუტი ოფიციალურად შევიდა ძალაში სომხეთისთვის 1-ელ თებერვალს",- განუცხადა ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში, იეგიშე კირაკოსიანმა AFP-ს. შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. პუტინთან ერთად, ასევე ორდერი გაიცა ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების მიზნითაც. ICC-ის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერები ნიშნავს, რომ სასამართლოს წევრ ნებისმიერ ქვეყანას (123 სახელმწიფოს), რომლის ტერიტორიაზეც ფეხს დადგამენ პუტინი ან მარია ლვოვა-ბელოვა, მათი დაკავებისა და სასამართლოსთვის გადაცემის ვალდებულება აქვს. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის ტერიტორიაზე ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება 2022 წლის მარტში დაიწყო.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)