|
2024-02-01 09:09:55, 668 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი მდინარაძეზე - ალბათ, იქნება შეთავაზება, რომ უმრავლესობის ლიდერის სტატუსი შეითავსოს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სამთავრობო გუნდში გადაინაცვლოს. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, უმრავლესობის სხდომაზე, „ალბათ, იქნება შეთავაზება, რომ ფრაქციის თავმჯდომარემ უმრავლესობის ლიდერის სტატუსი შეითავსოს". „არა, არ გადაინაცვლებს, პირიქით, როცა ვსაუბრობთ ირაკლი კობახიძის გადასვლაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს უპირველეს ყოვლისა, უმრავლესობის დანაკლისია, ვინაიდან მას განსაკუთრებული როლი ჰქონდა მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობაში, უმრავლესობის შიდა მობილიზებისთვის, ერთიანი პოზიცირებისთვის, როგორც უმრავლესობის ლიდერს. უმრავლესობის სხდომაზე, ალბათ, იქნება შეთავაზება, რომ ფრაქციის თავმჯდომარემ შეითავსოს უმრავლესობის ლიდერის სტატუსი. ეს არ გახლავთ თანამდებობა, არის სტატუსი და მამუკა მდინარაძე არის ის ადამიანი ჩვენს გუნდში, რომელიც მთავარი გამაერთიანებელი და ამავე დროს მთავარი ენერგიის მიმცემია ხოლმე ყველა გარემოებაში, მათ შორის როგორც გუნდის შიგნით ურთიერთობაში, ასევე ოპოზიციასთანაც კომუნიკაციაში. ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგად და ორგანულად გაუძღვება უმრავლესობის ლიდერობის პოზიციას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE”- ში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)