|
2024-01-30 10:41:47, 871 ნახვა
მსოფლიო
სიიარტო კულებასთან შეხვედრაზე - მზად ვართ, შემდგომი ერთობლივი მუშაობისთვის
ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი და ბევრი სამუშაო იქნება, მაგრამ უნგრეთის მხრიდან ჩვენ მზად ვართ, შემდგომი ერთობლივი მუშაობისთვის, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სიიარატოს თქმით, მოლაპარაკებებზე დროის ნაწილი ეროვნული უმცირესობების საკითხს დაეთმო. "აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ აღვადგინოთ ნდობის ატმოსფერო ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით იმედის მომცემი ნაბიჯები გადავდგით. ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი და ბევრი სამუშაო იქნება, მაგრამ უნგრეთის მხრიდან ჩვენ მზად ვართ, შემდგომი ერთობლივი მუშაობისთვის. მოლაპარაკებებზე დროის ნაწილი ეროვნული უმცირესობების საკითხს დავუთმეთ. ვთხოვთ უკრაინის მთავრობას, უზრუნველყოს ის უფლებები, რომლებითაც უნგრული უმცირესობის წარმომადგენლები 2015 წლამდე სარგებლობდნენ. ვიმედოვნებთ, რომ შედეგი იქნება მიღწეული და მიღწეული გადაწყვეტილებები დაფიქსირებული იქნება კანონმდებლობაში", - განაცხადა სიიარტომ. შეგახსენებთ, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარატო უკრაინის ქალაქ უჟგოროდში გუშინ, 29 იანვარს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში პიტერ სიიარატო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს შეხვდა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)