|
2024-01-29 13:50:05, 916 ნახვა
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დატოვებს
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თანამდებობას უახლოეს დღეებში დატოვებს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსისთვის" "ქართული ოცნებიდან" გახდა ცნობილი. დარჩიაშვილის თანამდებობიდან გაშვება გადაწყვეტილია და "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, იგი უკავშირდება აშშ-სთან და ევროპის ზოგ ქვეყანასთან დაბალ დიპლომატიურ კავშირებს. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის, რომ დარჩიაშვილის ოჯახის წევრმა, ირაკლი ვაშაკიძემ ამერიკის შეერთებულ შტატები პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. დევნილის სტატუსის მიღებას, საფუძვლად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრმა "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან დევნა და ზეწოლა დაუდო. დარჩიაშვილის ცოლის ძმას, პროკურატურა წლების განმავლობაში აიძულებდა - დინამოს მფლობელის, რომან ფიფიას წინააღმდეგ ისეთი ჩვენება მიეცა, რომელიც ფიფიას დაკავების საფუძველი გახდებოდა. დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად 2022 წლის 4 აპრილს დაინიშნა, მანამდე იგი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)