|
2024-01-25 13:59:16, 895 ნახვა
მსოფლიო
BBC - უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბელგოროდში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბელგოროდში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა) აღიძრა. "უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბელგოროდში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის Ил-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას გულისხმობს", - განუცხადეს BBC-ის უკრაინის უშიშროების სამსახურში. მედიის ცნობითვე, უკრაინის სპეცსამსახური ავიაკატასტროფის ყველა გარემოების დასადგენად მთელ რიგ ღონისძიებებს ატარებს. შეგახსენებთ, გუშინ, 24 იანვარს რუსეთში, ბელგოროდში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდა. რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)