|
2024-01-25 12:25:12, 896 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში Sputnik-ს ლიცენზია აღუდგინეს
სომხეთში რუსულ პროპაგანდისტულ მედია Sputnik-ს შეჩერებული ლიცენზია აღუდგინეს. შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. როგორც მარეგულირებლი კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ, რადიო Sputnik Armenia-ს სამაუწყებლო კომპანია Tospa-მ მოლაპარაკებების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეთერიდან რამოდენიმე გადაცემა მოხსნას. "მედია Tospa-მ ყველა ნაბიჯი გადადგა, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ მოითხოვა. შესაბამისად, ლიცენზია განახლებულია. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ეთერიდან მოიხსნება გადაცემები "პარასკევი ტიგრან კეოსაიანთან ერთად" და "აბოვიან თაიმი". Tospa-ს ლიცენზია 2024 წლის 25 იანვრიდან განახლდება", - აღნიშნულია დასკვნაში. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 20 დეკემბერს, რადიოსა და ტელევიზიის მარეგულირებელმა კომისიამ Sputnik Armenia-ს ლიცენზია 30 დღით შეუჩერა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)