|
2024-01-24 09:30:00, 677 ნახვა
მსოფლიო
Sky News - აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ ორ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტას დაარტყა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენში "ჰუსიტების" ორ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტას დაარტყა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობაში აცხადებენ რაკეტები რეგიონში სავაჭრო გემებისა და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენენ. "ეს ქმედება დაიცავს ნავიგაციის თავისუფლებასა და საერთაშორისო წყლებს გახდის უფრო უსაფრთხოს აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდებისა და სავაჭრო გემებისთვის",- აცხადებენ ცენტრალურ სარდლობაში. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე პირველი იერიშები 11 იანვარს განახორციელეს. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, იერიშები „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხი იყო.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)