|
2024-01-23 10:09:58, 753 ნახვა
მსოფლიო
BBC - აშშ-მა და ბრიტანეთმა „ჰუსიტების“ სამიზნეებზე მორიგი იერიში მიიტანეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდი ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებზე მორიგი იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პენტაგონის განცხადებით, მათ იერიში 8 სამიზნეზე, მათ შორის მიწისქვეშა საწყობებზე, ასევე „ჰუსიტების“ სარაკეტო და სადაზვერვო საშუალებებზე განახორციელეს. გარდა ამისა, ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დარტყმები ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე პირველი იერიშები 11 იანვარს განახორციელეს. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, იერიშები „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხი იყო.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)