16:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-20 13:42:56, 1407 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი  მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ვახტანგ მაისურაძემ და შოთა ბეგლარშვილმა ირაკლი დემეტრაშვილს და ბაქარ ერაშვილს (ძიუდო მწვრთნელები - ნუგზარ და სოსო მამულაშვილები), ნიკოლოზ ქენქაძეს და გიორგი ახვერდოვს (კრივი - მწვრთნელი ოთარ თოიძე), თამარ აზმაიფარაშვილს და თამაზ კაციაშვილს (ტაეკვანდო - მწვრთნელები ალექსანდრე მანძულაშვილი და ლევან მამულაშვილი) მიულოცეს ახალი წელი, მიღწეული წარმატებები და სამომავლო მხარდაჭერა გამოუცხადეს.

სპორტსმენები და მწვრთნელები მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისებას - დაჯილდოვდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics