|
2024-01-12 16:42:05, 812 ნახვა
მსოფლიო
ვარშავაში ათიათასობით ადამიანი ახალი მთავრობის რეფორმებს აპროტესტებს
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ათიათასობით ადამიანი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, მარიუშ კამინსკისა და მისი ყოფილი მოადგილის, მაცეი ვონსიკზეს დაკავების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მარიუშ კამინსკისა და მაცეი ვონსიკზეს დაკავებასთან ერთად, აქციაზე შეკრებილი ხალხი საზოგადოებრივ მედიებში გატარებულ რეფორმებსაც აპროტესტებს. "ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებელი პოლონეთისთვის", - ასე მიმართა მთავარი ოპოზიციური პარტიის, "კანონისა და სამართლის" ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ აქციაზე შეკრებილ ხალხს. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრი მარიუშ კამინსკისა და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკზე პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავა. გუშინ, 11 იანვარს კი, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ყოფილი შს მინისტრისა და მისი მოადგილის შეწყალების პროცედურას დაიწყებს.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)