06:51 - 07 Jul, 2026
|
2024-01-12 12:32:18, 722 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება 6 თებერვალს იქნება
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტს 6 თებერვალს მიმართავს. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, პრეზიდენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადა. "როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება არის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე. სხვა შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან უნდა შეთანხმდეს. პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება",- განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)