|
2024-01-12 10:50:00, 763 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - აშშ-ის სამხედრო ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ სამიზნეებს ჩემი ბრძანებით დაარტყეს
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა იემენში, "ჰუსიტების" სამიზნეებს ჩემი ბრძანებით დაარტყეს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული. ბაიდენის თქმით, აღნიშნული დარტყმები პასუხია იმ უპრეცედენტო თავდასხმებზე, რომლებიც "ჰუსიტებმა" ბოლო პერიოდში წითელ ზღვაში მცურავ საერთაშორისო საზღვაო ხომალდებზე მიიტანეს. "დღეს, ჩემი ბრძანებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა - გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, და ავსტრალიის ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების დახმარებით - იემენში "ჰუსიტი" ამბოხებულების მართვის ქვეშ მყოფ რამდენიმე სამიზნეზე, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე მიმოსვლის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს, წარმატებით იერიშები მიიტანა. ეს დარტყმები პასუხია იმ უპრეცედენტო თავდასხმებზე, რომლებიც "ჰუსიტებმა" ბოლო პერიოდში წითელ ზღვაში მცურავ საერთაშორისო საზღვაო ხომალდებზე მიიტანეს. ეს წერტილოვანი იერიშები აშშ-ის ნათელი გზავნილია და ჩვენი პარტნიორები ჩვენს პერსონალზე თავდასხმებს არ მოითმენენ და ნებას არ მისცემენ, მტრულ აქტორებს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე კომერციულ გზაზე გადაადგილების თავისუფლება საფრთხეში ჩააგდონ", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)