22:03 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-10 16:50:02, 735 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი გიტანას ნაუსედას შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ გიტანას ნაუსედა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

ნაუსედას თქმით, ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

"მოხარული ვარ, მივესალმო ჩემს ძვირფას მეგობარს, ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოს რუსული აგრესიისადმი და თავისუფლებისთვის გმირული ბრძოლისთვის, ვილნიუსში.

ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების და გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას! ძვირფასო ძმებო, ჩვენ თქვენთან ვართ", - წერს ნაუსედა.

უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრისას მხარეები უკრაინის ევროინტეგრაციისკენ მიმართულ შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ.

გარდა ამისა, ქვეყნის ლიდერები ფრონტზე არსებულ ვითარებას, უკრაინის თავდაცვისა და ფინანსური მხარდაჭერის კოორდინაციის საკითხებსა და ნატოს სამიტს განიხილავენ, რომელიც 2024 წლის ზაფხულში ვაშინგტონში გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics