|
2024-01-09 13:09:50, 912 ნახვა
მსოფლიო
BBC - სამხრეთ კორეამ მიიღო კანონი, რომელიც ძაღლის ხორცით ვაჭრობას კრძალავს
სამხრეთ კორეის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ძაღლის ხორცით ვაჭრობა იკრძალება. ამის შესახებ BBC წერს. მედიასაშუალების ცნობით, კანონის მიხედვით, ქვეყანაში აიკრძალება ძაღლების მოშენება და დახოცვა მათი ხორცის მოხმარების მიზნით, ასევე ძაღლის ხორცის დისტრიბუცია და გაყიდვა, თუმცა თავად ხორცის მოხმარება არ იქნება უკანონო. კანონის დარღვევა 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ცვლილებები ძალაში 2027 წელს შევა. სამხრეთ კორეის მთავრობის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს ქვეყანაში, დაახლოებით, ძაღლის ხორცის 1 600 რესტორანი და 1 150 ძაღლის ფერმა მოქმედებდა. Gallup-ის გასული წლის კვლევის შედეგების მიხედვით, სამხრეთ კორეაში გამოკითხული ადამიანების მხოლოდ 8%-მა თქვა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში გასინჯული აქვს ძაღლის ხორცი. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 27%-ს შეადგენდა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)