|
2024-01-07 16:55:43, 1090 ნახვა
მსოფლიო
შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბელგიურ მედიას განუცხადა, რომ ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, მიშელის არჩევა ნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერები სწრაფად უნდა შეთანხმდნენ მემკვიდრეზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომლის ქვეყანაც ივლისში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, საბჭოს შეხვედრებს უხელმძღვანელებს. Politico-ს ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროსაბჭოს მოქმედი პრეზიდენტი ევროპარლამენტის არჩევნებში კანდიდატი იქნება. "2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე",- ამბობს მიშელი De Standaard-თან, Le Soir-სა და La Libre-თან ინტერვიუში და არ აკონკრეტებს, რა როლის შესრულება სურს ევროპარლამენტში, თუმცა აღნიშნავს, რომ აპირებს შეუერთდეს ბელგიურ ლიბერალურ პარტია MR - Mouvement Réformateur-ს. ცნობისთვის, შარლ მიშელს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტს 2019 წლიდან იკავებს, უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)