|
2024-01-06 11:55:08, 906 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელ პროკურორებს შეეძლებათ კორუფციაში უცხო ქვეყნის მთავრობა დაადანაშაულონ
კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ხელმოწერილი ახალი საკანონმდებლო აქტი კორუფციის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევას გააძლიერებს. აქტით, რომელიც ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ნაწილია, ამერიკას შეეძლება ფედერალური ბრალი წაუყენოს და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გაასამართლოს ის უცხო ქვეყნის მთავრობები ან მათი წევრები, ვინც შესთავაზებს ან მიიღებს ქრთამს ამერიკული კომპანიებისგან. კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი დეკემბერში მოაწერა, სამოქალაქო აქტივისტების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება იქნება სხვა რეგულაციების აღსასრულებლადაც და საერთაშორისო მასშტაბის კორუფციის შესაზღუდად. ამერიკის მთავრობა ხშირად უყენებს ბრალს იმ ამერიკულ კომპანიებს, რომელთაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ კორუფციულ ქმედებებში ადანაშაულებენ. თუმცა ამ დრომდე შეუძლებელი იყო იმ ოფიციალური პირების დასჯა, რომლებიც ან ითხოვენ ან იღებენ ქრთამს. სამართლის ექსპერტები ამბობენ, რომ როცა საქმე ტრანს-სასაზღვრო კორუფციას ეხება, ყველა პროცესში ორი მხარე მონაწილეობს-"მიმწოდებელი" - კომპანიები და პირები, რომლებიც მზად არიან ქრთამი გადაიხადონ, და "მოთხოვნის" მხარე, რომელსაც უცხო ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები შეადგენენ და ვინც ითხოვს ან იღებს ქრთამს. ახალი აქტი გამორჩეული და ახალია იმით, რომ ის კონკრეტულად "მოთხოვნის" ნაწილის კრიმინალიზებას ახდენს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)