|
2024-01-05 11:11:51, 908 ნახვა
მსოფლიო
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-ს აჭარბებს
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform-ი Xinhua-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, სტიქიიდან 4 დღის შემდეგ, 242 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. "საზღვაო ქალაქ ვაჯიმაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება",- აღნიშნულია მოხსენებაში. მეწყერის გამო, რომელმაც გზები დააზიანა, 10-ზე მეტი დასახლება მოწყვეტილია გარე სამყაროს. გარდა ამისა, 30 000 აბონენტი ელექტროენერგიის, ხოლო დაახლოებით, 80 000 აბონენტი წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი.
ამ დროისთვის კვლავაც გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელსაც იაპონიის არმიის 4 600-მდე ჯარისკაცი სამართალდამცავებსა და მეხანძრეებთან ერთად აწარმოებს. შეგახსენებთ, 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში, ნოტოს ნახევარკუნძულზე 1-ელ იანვარს მოხდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)