|
2024-01-05 10:24:09, 847 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკომ ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც ყოფილ პრეზიდენტზე ხელშეუხებლობის გარანტიები გავრცელდება
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა "ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შესახებ" საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც ყოფილ პრეზიდენტზე ხელშეუხებლობის გარანტიები გავრცელდება. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს. გამოცემის ცნობით, ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს ხელშეუხებლობის მუდმივი იმუნიტეტი ექნება - თანამდებობის დატოვების შემთხვევაშიც, არ შეიძლება, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებისას ჩადენილი ქმედებების გამო, ის პასუხისგებაში მიეცეს. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ახალი პრეზიდენტის არჩევის წესებიც მკაცრდება. უფრო კონკრეტულად კი, პრეზიდენტობის კანდიდატი 40 წელზე ახალგაზრდა არ უნდა იყოს, ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს და წარსულში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან სხვა ქვეყანაში ცხოვრების უფლება არ უნდა გააჩნდეს. "ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შესახებ“ კანონში ცვლილებები 2023 წლის 22 დეკემბერს ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)