|
2024-01-04 17:18:08, 1337 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის ომში მონაწილე უცხოელ დაქირავებულებს რუსეთის მოქალაქეობას ანიჭებს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის ომში მონაწილე უცხოელ დაქირავებულებს რუსეთის მოქალაქეობას ანიჭებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, განკარგულება კი შესაბამის პორტალზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ოჯახის წევრებთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდებიან, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ. განკარგულების მიხედვითვე, მოქალაქეობის მიღებისთვის კი რუსეთის თავდაცვის დეპარტამენტთან, ხელშეკრულება მინიმუმ ერთი წლით უნდა გაფორმდეს. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა უფლება მისცა უკრაინის, ერაყის, სირიის, ავღანეთისა და იემენის მოქალაქეებს, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით. აღშანიშნავია, რომ ახალი წესები არ მოითხოვს რუსული ენის ცოდნას, ისტორიის შესწავლას, კანონმდებლობას და არ მოითხოვს რუსეთში 5 წლიან ცხოვრებას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)