|
2023-12-28 11:37:49, 933 ნახვა
მსოფლიო
მიჩიგანის სასამართლომ უარი თქვა საჩივრის განხილვაზე, რომელიც საპრეზიდენტო პრაიმერიზიდან ტრამპის დისკვალიფიკაციას გულისხმობდა
მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა ამომრჩევლების საჩივრის განხილვაზე, რომელიც მომავალი წლის საპრეზიდენტო პრაიმერიზიდან დონალდ ტრამპის დისკვალიფიკაციას გულისხმობდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ტრამპი შეძლებს 2024 წლის 27 თებერვალს აღნიშნულ შტატში "რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობის მიღებას. მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საკუთარ სოციალურ ქსელში, truth social-ში გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და აღნიშნა, რომ მისი საპრეზიდენტო პრაიმერიზიდან დისკვალიფიკაციის მიზანი არჩევნების გაყალბება იყო. "მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ მკაცრად და სამართლიანად უარყო სასოწარკვეთილი "დემოკრატების" მცდელობა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წამყვანი კანდიდატი, მე, მიჩიგანის დიდ შტატში ამოეღოთ კენჭისყრიდან",- დაწერა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, მიჩიგანის ამომრჩევლებმა საჩივარი აშშ-ის კონსტიტუციის საფუძველზე შეიტანეს. სარჩელში 2021 წლის კაპიტოლიუმის შტურმში დონალდ ტრამპის როლზეა საუბარი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)