10:16 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 12:49:58, 1160 ნახვა

სამართალი
იანუშაიტიტეს დედა - აუცილებელია, ნივთმტკიცებები გაიგზავნოს FBI-ში, რათა ამოიღონ ბრალდებულის დნმ - ექსპერტიზის ბიურომ ეს ვერ შეძლო

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საქმეზე ოჯახი მტკიცებულებების FBI-ში გაგზავნას ითხოვს.

გოგონას დედა ნატო ხუტაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უნდობლობას უცხადებს.

"ჩემს შვილს აქვს მრავლობითი დაზიანება. ჯამში, არის 39 დაზიანება, მათ შორის აქვს სილურჯეები, რომლებიც მიყენებულია თითებით. აუცილებელია, ნივთმტკიცებები გაიგზავნოს FBI-ში, რათა მათ დნმ-ანალიზის მეშვეობით ამოიღონ ბრალდებულის დნმ, ვინაიდან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ეს ვერ შეძლო",- განაცხადა დაღუპული 12 წლის გოგონას დედამ "მთავარ არხთან" საუბრისას.

ნატო ხუტაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტიც, რომელიც მისი თქმით, შედგენილია თვითმხილველებზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, 16 მარტს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით, 23:00 საათისთვის 12 წლის გოგონა დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, მიტოვებულ შენობებთან გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics