|
2023-12-25 12:36:47, 700 ნახვა
მსოფლიო
BBC - სერბეთში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ - პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა [ვიდეო]
სერბეთში, გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებისა და კენჭისყრის ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, მომიტინგეებმა, ოპოზიციური პარტიის - „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ - მხარდამჭერებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს. როგორც მედიასაშუალება წერს, სამართალდამცავებმა მომიტინგეების შესაჩერებლად ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. დემონსტრანტების თქმით, არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა, მისი შედეგები კი არალეგიტიმურია. აღსანიშნავია, რომ მომხდარს გამოეხმაურა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და განაცხადა, რომ ბრალდებები სიცრუეა. მისივე თქმით, დემონსტრანტები "ავაზაკები" არიან და სახელმწიფოს დესტაბილიზაციას ვერ მიაღწევენ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები გაიმართა, რომელშიც ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულმა პარტიამ“ გაიმარჯვა, ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებზე დარღვევები დააფიქსირეს, მათ შორის ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსების არასწორი გამოყენება და ა.შ. აღნიშნულ შედეგებს გამოეხმაურა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი რაინგოლდ ლოპატკაც და განაცხადა, რომ ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ პარტიას არასამართლიანი უპირატესობა ჰქონდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)