01:17 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-24 17:27:08, 916 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ბაიდენს ვუთხარი, რომ ჩვენ საბოლოო გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ - აშშ-ს ეს ესმის

პრეზიდენტ ბაიდენს ვუთხარი, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი სუვერენული ქვეყანაა, ომის გადაწყვეტილება კი დაფუძნებულია ოპერატიულ შეხედულებებზე".

"კიდევ ერთხელ ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს. ვაფასებ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ პოზიციას გაეროს უშიშროების საბჭოზე - პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს საომარ ძალისხმევას. 

მე ვუთხარი პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ეს ესმის  შეერთებულ შტატებს.

ვნახე მცდარი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ აშშ-მა ხელი შეგვიშალა და ახლაც გვიშლის ხელს რეგიონში ოპერაციების განხორციელებაში. ეს არ არის სიმართლე. ისრაელი არის სუვერენული ქვეყანა, ომის გადაწყვეტილება დაფუძნებულია ჩვენს ოპერატიულ შეხედულებებზე",- ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ. 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics