|
2023-12-22 12:28:10, 4162 ნახვა
ეკონომიკა
ნიუ-იორკში საფერავის და ქარვისფერი ღვინოების მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და კორპორაცია „საფერიკას“ ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში საფერავის და ქარვისფერი ღვინოების მასშტაბური დეგუსტაცია Saperavi & Amber Wine Grand Tasting გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები, კომერციული და მედია სექტორის წარმომადგენლები, ჯამში, 200-მდე სტუმარი დაესწრო. "მონაწილეებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და ქართული კერძები, მიიღეს ინფორმაცია როგორც ქართული ვაზის ჯიშების, ასევე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კორპორაცია „საფერიკა“ 2022 წელს, აშშ-ში დაარსდა და მისი მიზანია ქართული ყურძნის ჯიშების და ქართული ღვინის სახეობების პოპულარიზაცია. აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2023 წელს, აშშ-ში, პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, გააქტიურდა მედია კამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები დაიბეჭდა სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN, The Wall Street Journal, Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast)",- ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)