|
2023-12-22 10:08:30, 910 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
ჩეხეთში 23 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ მთავრობის რიგგარეშე სხდომის შემდეგ განაცხადა. პრემიერის თქმით, გლოვის დღეს სახელმწიფო შენობებზე ჩეხეთის დროშა დაეშვება. "მოვუწოდებთ ჩეხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, ეროვნული გლოვის დღეს, 12:00 საათზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ დაღუპულთა ხსოვნას",- განაცხადა ფიალამ. მთავრობის რიგგარეშე სხდომას, მინისტრების გარდა, ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი პეტრ პაველი, რომელმაც მომხდარის გამო, საფრანგეთში ვიზიტი შეწყვიტა და ჩეხეთში დაბრუნდა. პაველმა პრესკონფერენციაზე მოუწოდა მოქალაქეებს, რომ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა პოლიტიკური მიზეზებისთვის ბოროტად არ გამოიყენონ და დეზინფორმაცია არ გაავრცელონ. "ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, გვჭირდება ღვთისმოსაობა, თავშეკავება და თანმიმდევრულობა. ეს თავშეკავება შესაძლებელს გახდის ყველაფრის დეტალურად გამოკვლევას. ამავდროულად, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გონივრული გამოსავალი ამ სიტუაციაში, როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაციები მომავალში, თუ ეს შესაძლებელი იქნება",- თქვა ჩეხეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, გუშინ, 21 დეკემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 25 პირი, მათ შორის 10-ის მდგომარეობა მძიმეა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)