|
2023-12-20 08:57:42, 1123 ნახვა
მსოფლიო
Reuters - დონალდ ტრამპს კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა აეკრძალა
ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპს, აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე, არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. გარდა ამისა, სასამართლომ მხარი დაუჭირა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომ ტრამპი 2021 წლის 6 იანვრის აჯანყებაში მონაწილეობდა და ასევე გააუქმა მისი დასკვნა, რომ აკრძალვა პრეზიდენტს არ ეხება. ამასთან, კოლორადოს საარჩევნო ადმინისტრაციაში მომხდარს შემდეგნაირად განმარტავენ, რომ საკითხი 5 იანვრამდე უნდა გადაწყდეს, რაც კანონით დადგენილი ვადაა „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზის კანდიდატთა სიის დასადგენად. მედიის ცნობითვე, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ კოლორადოს შტატს ეხება, "მაგრამ აუცილებლად მოახდენს გავლენას 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)