|
2023-12-19 10:59:19, 1085 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება PEGASUS AIRLINES-მა დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა და ქუთაისის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში სამი სიხშირით განხორციელდება. PEGASUS-მა პირველი რეისი სტამბოლიდან გვიან ღამით Boeing 737 შეასრულა და ქუთაისში 142 მგზავრი ჩამოიყვანა. "სტამბოლი ახალი მიმართულებაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველივე რეისზე მაღალი დატვირთულობა გამოიკვეთა.იმედი გვაქვს, რომ ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, წელს ჩვენ მილიონი მგზავრი უკვე მივიღეთ და წლის ბოლომდე მილიონ 700 ათასამდე მგზავრის მომსახურებას ვგეგმავთ",- განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან მჭედლიშვილმა. ახალ ავიაკომპანიასთან დაკავშირებით პირველ საინაუგურაციო რეისს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ტრადიციული წყლის ჭავლით, ე.წ. Water Salute-ით მიესალმნენ, პირველ მგზავრებს კი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ოფიციალურ მიღებას ქუთაისის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ავიაკომპანიის, ტურისტული კომპანია GASA-ს წარმომადგენლები და DMO იმერეთის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ დევიძე დაესწრნენ.
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)