|
2023-12-18 14:43:21, 658 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას
2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ" გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, "თუ რომელიმე ხელისუფალმა მიაღწია ძალიან კონკრეტულ შედეგს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს სწორედ „ქართული ოცნებაა". "2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები. მე ადრეც მითქვამს ძალიან ბევრჯერ, რომ თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა მიაღწია ძალიან კონკრეტულ შედეგს, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის სწორედ "ქართული ოცნება". დაწყებული ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, შემდეგ კონსტიტუციაშიც კი აისახა ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი და დაგვირგვინდა ჯერ შარშან, ევროპული პერსპექტივის აღიარებით და უკვე წელს ერთგვარი დამაგვირგვინებელი შედეგი იყო კანდიდატის სტატუსის მოპოვება",- განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)