|
2023-12-15 19:41:44, 1004 ნახვა
პოლიტიკა
სოფო ჯაფარიძე - როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, არ შეიძლება, რომ მიხეილ სააკაშვილზე არ ვისაუბროთ
როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, არ შეიძლება არ ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სოფო ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წვლილი საქართველოს ევროპულ ოჯახში გაერთიანებაში უდიდესია. "როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, არ შეიძლება არ ვისაუბროთ ადამიანზე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღევანდელი დღე დამდგარიყო. 1992 წელს მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს იმ დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელმაც ეუთოში შეიტანა განცხადება გაწევრიანების შესახებ. სწორედ მისმა გატარებულმა პოლიტიკამ დააყენა ჩვენი ქვეყანა ყველაზე მყარად ევროპისკენ მიმავალ გზაზე. და, მე მჯერა, ჩვენ ერთად, აუცილებლად შევძლებთ საქართველოს დაჩქარებულად გაწევრიანებას ევროკავშირში და ამას აუცილებლად შევძლებთ უკრაინასთან ერთად", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)