|
2023-12-14 23:19:00, 957 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ყველა უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს - ისტორიას წერს ის, ვინც არ იღლება თავისუფლებისთვის ბრძოლაში
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იმუშავა ამისთვის და ყველას ვინც დაეხმარა. ყველა უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ისტორიას წერს ის, ვინც არ იღლება თავისუფლებისთვის ბრძოლაში. "მიღებულია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იმუშავა ამისთვის და ყველას ვინც დაეხმარა. ყველა უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს. მეც ვულოცავ მოლდოვას და პირადად მაია სანდუს. ისტორიას წერს ის, ვინც არ იღლება თავისუფლებისთვის ბრძოლაში", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე. ცნობსითვის, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)