|
2023-12-14 23:01:44, 776 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა - ამაში უნგრეთი არ მონაწილეობდა
უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება არის ცუდი გადაწყვეტილება. უნგრეთი არ იღებდა მონაწილეობას ამ გადაწყვეტილების მიღებაში, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) წერს. ორბანის თქმით, მოცემულ გარემობებეში უკრაინასთან წევრობის მოლპარაკებების დაწყება არის სრულიად აზრს მოკლებული და არარაციონალური. „ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ვიყავით თითქმის რვა საათის განმავლობაში ბრიუსელში სამიტზე. ჩვენ გვაქვს დიდი დებატები ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ. უნგრეთის პოზიცია მკაფიოა, უკრაინა არ არის მზად, დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები. ამ გარემობებეში უკრაინასთან წევრობის მოლპარაკებების დაწყება არის სრულიად აზრს მოკლებული, არარაციონალური, არასწორი გადაწყვეტილება და უნგრეთი არ შეიცვლის თავის პოზიციას. მეორე მხრივ, დანარჩენმა 26-მა ქვეყანამ დაჟინებით მოითხოვა ამ გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, უნგრეთმა გადაწყვიტა, რომ თუ 26-მა ქვეყანამ გადაწყვიტა ამის გაკეთება, ისინი საკუთარი გზით უნდა წავიდნენ. უნგრეთს არ სურს, მონაწილეობა გაიზიაროს. ეს ცუდი გადაწყვეტილებაა და ამ მიზეზით უნგრეთს არ მიუღია მონაწილეობა დღევანდელ ამ გადაწყვეტილებაში“, - აცხადებს ორბანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. ცნობსითვის, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)