|
2023-12-14 19:22:36, 749 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკიმ EU-ის ლიდერებს მიმართა - დღეს ერთ რამეს გთხოვთ - ხალხს და მათ რწმენას ევროპის მიმართ არ უღალატოთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილე ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებს დისტანციურად ვიდეოს სახით მიმართა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ ყველა ვალდებულება შეასრულა და ევროპას დაპირებების შესრულებისკენ მოუწოდა. „დღეს ერთ რამეს გთხოვთ - არ უღალატოთ ხალხს და მათ რწმენას ევროპის მიმართ. თუ არავის სჯერა ევროპის, რა დაეხმარება ევროკავშირს გადარჩენაში? ევროპაში ხალხი ვერ ნახავს სარგებელს, თუ მოსკოვი ბრიუსელიდან პასს მიიღებს უკრაინის მიმართ ნეგატივის სახით“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო გაფართოების პაკეტზე მსჯელობს. გაფართოების პაკეტი, რომელიც 10 ქვეყანას ეხება, მათ შორის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას მოიცავს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)