|
2023-12-14 16:21:42, 711 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ზურაბიშვილს შეუძლია დაამტკიცოს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს მხარს უჭერს - გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი
ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობისთვის" სალომე ზურაბიშვილი მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა, თუმცა მათ მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაუჭერიათ. პარტიის თავმჯდომარე მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ გადაწყვეტილება არა პირადი შეხედულებით, არამედ ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ მიიღოს. "სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება ამ შემთხვევაში ვფიქრობ ადეკვატურია, სწორია, თუმცა ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი. პრეზიდენტი სააკაშვილი არ უნდა ატარებდეს პოლიტიკურ ტყვეობაში ცხოვრებას. ამიტომ, თუ ეს მისი მხრიდან არის შერბილებული განცხადება, მივესალმები. ჩვენთვის ძალიან მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად ამისა ჩვენ მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაგვიჭერია, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასარგებლო არ იქნებოდა და ამიტომ, ისიც არა პირადი შეხედულებით, არამედ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება პუტინის ტყვე საპატიმროში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით "რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია.
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)