|
2023-12-13 21:24:54, 697 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - თამაზ გინტური, თემურ კარბაია, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს - მიუღებელია თავისუფალ სივრცეში ასეთი სასტიკი მოვლენები მოხდეს
თამაზ გინტური, თემურ კარბაია, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. მიუღებელია იმ თავისუფალ სივრცეში, სადაც ადამიანების უფლებები დგას პირველ პლანზე, იქ მოხდეს ასეთი სასტიკი მოვლენები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში დასკვნით მიღებაზე განაცხადა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროპული გზა არის განუყოფელი და აღნიშნა, რომ ქვეყანა ევროკავშირში ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან ერთად უნდა შევიდეს. "ჩვენთვის დღეს ეს ნიშნავს, რომ თამაზ გინტური, თემურ კარბაია... ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. მიუღებელია იმ თავისუფალ სივრცეში, სადაც ადამიანების უფლებები დგას პირველ პლანზე, იქ მოხდეს ასეთი სასტიკი მოვლენები. და ის, რომ ჩვენი ევროპული გზა არის განუყოფელი, რომ ჩვენ იქ უნდა შევიდეთ ჩვენს მოსახლეობასთან, დღეს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან ერთად. იქ საქართველოს შესვლა არ იქნება არც სამართლიანი, არც სწორი და ჩვენი მომავალი ყველასი, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ. დღეს, ეს იქნება ოკუპირებულ აფხაზეთში თუ სამხრეთ ოსეთში, არის თავისუფლება, არის დაცვა იმისი, თუ რაც არის მათი იდენტობა. არ შეიძლება, რომ რუსეთმა წაართვას იქ მიწები და არ შეიძლება, რომ რუსეთმა ძალადობით წაიღოს უფლებები აეროპორტზე თუ პორტზე. შავი ზღვა დასაცავია და დასაცავია ყველასთვის, რომ იქ ჩვენი მშვიდობიანი და უსაფრთხო მომავალი იყოს დაცული", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)