|
2023-12-13 17:10:35, 693 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი - მომავალი არ აქვს ფრაზას „ზურაბიშვილის ფიქრები, პოლიტიკოსი ვიქნები“
მომავალი არ აქვს ფრაზას "ზურაბიშვილის ფიქრები, პოლიტიკოსი ვიქნები", - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ვერ შედგა, როგორც პრეზიდენტი, ვერც როგორც ხალხის რჩეული და ევროპელი. "მომავალი არ აქვს ფრაზას "ზურაბიშვილის ფიქრები, პოლიტიკოსი ვიქნები", როგორც პრეზიდენტი ვერ შედგა და დაარღვია კონსტიტუცია; ვერ შედგა, როგორც ხალხის რჩეული, აგინა საკუთარ საზოგადოებას; ვერ შედგა, როგორც ევროპელი იმიტომ, რომ შეეწინააღმდეგა ევროინტეგრაციას. მცდელობები ჩვენ ვიცით და ვხედავთ, რომ იქნება, მათ შორის უცხოეთიდან. იმ უცხოური ძალების მხრიდან, რომლებმაც ვერ მოახერხეს ვერც "მეორე ფრონტი" და ვერც არეულობა ჩვენს ქვეყანაში, რომ ვთქვათ იქ ზურაბიშვილი, ლომჯარია, გახარია, "ლელო" რაღაცნაირად შეაკოწიწონ, მცდელობა იყო ამის და როგორმე "ნაცმოძრაობა" ორი შექმნან. შეიძლება, მელიაც მიამატონ, ამის მცდელობაც იქნება", - განაცხადა მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთში ვიზიტის დროს "რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. შეკითხვას - თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, მიიღებდა თუ არა რამე ფორმით საარჩევნო რბოლაში მონაწილეობას - სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: "თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე განვიხილავ ყველაფერს".
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)