09:05 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 17:01:29, 1361 ნახვა

ომი უკრაინაში
ნორვეგია უკრაინის დამატებით ხუთწლიან დახმარების პაკეტს გადასცემს, რომელიც თითქმის 800 მლნ დოლარს შეადგენს

ნორვეგიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ შტერეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ნორვეგია უკრაინას თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროების გაძლიერებისა და რეკონსტრუქციისთვის, დამატებით ხუთწლიანი დახმარების პაკეტს გადასცემს, რომელიც დაახლოებით, 800 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიას და პირადად მთავრობის მეთაურს უკრაინის მხარდაჭერის გლობალური ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.

"2023 წელს 1 მილიარდი დოლარის დახმარება გავუწიეთ უკრაინას. ჩვენ ვზრდით ჩვენს ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას თითქმის $800 მილიონით. გარდა ამისა, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2024 წლის პირველი თვეებიდან ჩვენ პირდაპირ ეკონომიკურ მხარდაჭერას გავუწევთ კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებს, რათა არ მოხდეს შეფერხება უკრაინელი ხალხის დახმარებაში“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში დღეს, 13 დეკემბერს ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics