|
2023-12-13 16:37:21, 677 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისიის პრეზიდენტი - უკრაინა გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროკავშირი და ჩვენ მათ შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ
უკრაინა სწევს დიდ ძალისხმევას, რათა განახორციელოს ის რეფორმები, რომლებიც გზას გაუკვალავს ჩვენი კავშირისკენ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა. ლაიენის თქმით, უკრაინა ევროპულ კავშირს ამ ყველაფრით აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროკავშირი და მისი ფასეულობები, რასაც პარტნიორებმა შესაბამისად უნდა უპასუხონ. "უკრაინა სწევს დიდ ძალისხმევას, რათა განახორციელოს ის რეფორმები, რომლებიც გზას გაუკვალავს ჩვენი კავშირისკენ. გასულ თვეს ჩვენს მიერ გაკეთებულ მოხსენებაში იდენტიფიცირებულია მკაფიო პროგრესი ყველა მიმართულებით. რეფორმების 90% გატარებული იყო უკვე მოხსენების გამოქვეყნების მომენტში და კიდევ ოთხი პუნქტი დარჩა, რათა ყველაფერი სრულად შესრულდეს. უკრაინა განაგრძობს ყველა მათგანზე მუშაობას. რადამ ცოტა ხნის წინ მიიღო ორი ანტიკორუფციული კანონი, ასევე კანონი ეროვნულ უმცირესობებზე და ამას მოჰყვა პოზიტიური გამოხმაურებები თავად ეროვნული უმცირესობებისგან და ჩვენი შეფასებაც პოზიტიურია. უკრაინის პარლამენტში ასევე შევიდა ახალი კანონი ოლიგარქების გავლენის შემცირების შესახებ. უკრაინა ამ ყველაფრით გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროკავშირი და ჩვენი ფასეულობები და ჩვენ შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ მათ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)