|
2023-12-13 13:10:18, 692 ნახვა
პოლიტიკა
სვენ მიქსერი - ჩემი სურვილია, რომ საქართველო ერთპარტიული მმართველობისგან გათავისუფლდეს
ჩემი სურვილია, რომ საქართველო გათავისუფლდეს ერთპარტიული მმართველობისგან და წავიდეს პატარა კომპრომისზე, ორიენტირებულ კოალიციურ მმართველობაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა. სვენ მიქსერის თქმით, ყველა მხარემ, იქნება ეს ოპოზიცია თუ მმართველი პარტია, პატივი უნდა სცეს ევროპულ ღირებულებებს, თუმცა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, მას ვისაც პოლიტიკური ძალაუფლება აქვს. "მე შემიძლია გამოვხატო ჩემი პირადი პოზიცია რეგიონში პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ფართოდ ახდენს გავლენას ევროპის უსაფრთხოებაზე. ამ სტრატეგიულ რეგიონში რუსეთმა არ დატოვა წმინდა ადგილი მისი სასტიკი ზრახვების და ამბიციების განხორციელების გარეშე, ამიტომ ვფიქრობ, რომ მდგრადი უსაფრთხოება რეგიონში იქნება გარანტია ამა თუ იმ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და ამას არ აქვს ალტერნატივა თუ ამ ქვეყნებს ნამდვილად არ სურთ, იყვნენ რუსეთის სასტიკი გავლენის გარეშე. ყველა მხარემ უნდა სცეს პატივი ევროპულ ღირებულებებს, იქნება ეს ოპოზიცია თუ მმართველი პარტია, თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვისაც აქვს პოლიტიკური ძალაუფლება. ჩემი სურვილია, რომ საქართველო გათავისუფლდეს ერთპარტიული მმართველობისგან და წავიდეს პატარა კომპრომისზე, ორიენტირებულ კოალიციურ მმართველობაზე", - განაცხადა სვენ მიქსერმა. შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)