|
2023-12-13 12:09:43, 729 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით 2023 წლის წინანდლის პრემია გაიმართა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ხელოვნების და მეცნიერების სფეროში 2023 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, „წინანდლის პრემია“ გაიმართა. ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, წინანდლის პრემიის გამარჯვებულები მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში დასახელდნენ: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, პროზა, პოეზია, მუსიკალური ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ნომინაცია კინოხელოვნება - გაიმარჯვა მსახიობმა სანდრო სამხარაძემ, ანდროს როლის შესრულებისთვის სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ (რეჟისორები გიორგი ლიფონავა და თენგიზ მეგრელიშვილი). ნომინაცია პროზა - წინანდლის პრემია გადაეცა მწერალ მათე ბაღაშვილს, რომანისთვის „ბეტონებს იქით“ (გამომცემლობა “პალიტრა L”). „წინანდლის პრემია“, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას მხარდაჭერით, 1998 წელს დაფუძნდა. პრემიამ წლების განმავლობაში ხელი შეუწყო ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა იმ თაობის აღმოჩენა-პოპულარიზებას, რომელმაც მომავალში მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნა ქართულ კულტურასა და სამეცნიერო დარგებში.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)