11:47 - 18 Jun, 2026
|
2023-12-13 10:04:25, 913 ნახვა
სამართალი
სააგენტო - სოფელ კინჩხას მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კინჩხას მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სამართალდამრღვევებმა სახელმწიფო ტყეში 5 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოიპოვეს. „სატვირთო ავტომობილი დალუქულია და გადაყვანილია ხონის საქმიან ეზოში. ბრაკონიერების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოში გადაიგზავნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)