09:04 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 02:17:18, 1406 ნახვა

ომი უკრაინაში
ბაიდენი - თუ პუტინი არ შევაჩერეთ,იგი უფრო შორს წავა, თავხედი აგრესორები ყველგან გამოჩნდებიან

კონგრესმა უნდა მიიღოს დამატებითი დაფინანსება უკრაინისთვის ზამთრის არდადეგების დაწყებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინს საშობაო უზარმაზარ საჩუქარს  გავუკეთებთ -  ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვლოდიმერ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

ბაიდენის თქმით,  რუსეთის ფედერაციას სურს დაარტყას უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს. აშშ-ს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსებს არ უნდა მიეცეთ მას წარმატების უფლება;
”და ეს არის ერთ-ერთი ასეთი რამ: კონგრესმა უნდა კენჭი უყაროს უკრაინის დამატებით დაფინანსებას სადღესასწაულო შესვენებამდე, სანამ პუტინს მისცემენ ყველაზე დიდ საშობაო საჩუქარს, რაც მას შეუძლიათ.
თუ დღეს პუტინს არ შევაჩერებთ, თავისუფლება ყველგან რისკის ქვეშ იქნება. პუტინი უფრო შორს წავა. თავხედი აგრესორები ყველგან გამოჩნდებიან და ძალით წაიღებენ ყველაფერს, რისი აღებაც სურთ. ”, - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ვლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მიმართებაში მეტი სანქციებია გასატარებელი.

▪️ ჩვენ უფრო სწრაფად უნდა ვიმუშაოთ გაყინულ რუსულ აქტივებთან“, და ეს არის $300(!) მილიარდზე მეტი. ჩვენი მიზნები 24-ე წლისთვის ნათელია - ჩამოერთვათ რუსეთს საჰაერო უპირატესობა და ჩაშალოთ მათი შეტევითი ოპერაციები. ეს რეალურია. ."- ამბობს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics